
"პირადად მე, უძლური ვარ მის წინაშე" - ეს არის თამარ ბაჩალიაშვილის ერთერთი ბოლო ფრაზა, რომელიც მან ფურცელზე დაწერა. აქვე წერია ციფრი - "15"...
ფოტოს presa.ge-ს რედაქტორი, გიორგი კაპანაძე აქვეყნებს და წერს რომ გამოძიებისთვის უცნობი ახალი ფაქტები მოვიპოვეს თამარ ბაჩალიშვილის საქმიდან, რომელთაგან ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ ერთს ასაჯაროებს.
ვის წინაშე ან რატომ იყო კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი უძლური? რა ინფორმაცია ჩაუვარდა მას ხელში?"
კომენტარებში გიორგის ეკითხებიან, ნამდვილად თამარის ნაწერია, თუ არა, რაზეც პასუხობს, - "მისი ნაწერია, ნაპოვნია სახლში, მის ნივთებში"
კომენტარებში ხალხის ყურადღება მიიქცია გამოყოფილმა პ-ასომ და წერენ:
"ასო პ გამოყოფილია ტირეთი. ეს ასო ანბანის მე-15 ასოა. იქნებ ეს არის გასაღები."
