რეზონანსი
12.08.2020

სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს მალხაზ ურთქმელიძე უხელმძღვანელებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰოსპიტალის ახალ დირექტორს დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა. თავდაცვის მინისტრმა სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელთან სამედიცინო დაწესებულების განვითარების გეგმების შესახებ იმსჯელა და სამომავლო საქმიანობაში მხარდაჭერა აღუთქვა.

უწყების ცნობით, მალხაზ ურთქმელიძე სამხედრო ჰოსპიტალის უფროსად თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე 10 აგვისტოს დაინიშნა. მანამდე ის მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. წლების განმავლობაში მალხაზ ურთქმელიძე შსს სამედიცინო სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა.

სპეციალობით არის ექიმი-მკურნალი/ქირურგი. აქვს სამედიცინო სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება. მინიჭებული აქვს მედიცინის დოქტორის ხარისხი. მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობისთვის.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×