
ჩვენ კლინიკაში 6 ახალი პაციენტი დაგვემატა, ერთი გამოჯანმრთელდა და დღეს კლინიკაში 38 პაციენტი მკურნალობს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით 6 ახალი პაციენტიდან 2 არის გაჩიანიდან, ერთი იმპორტირებული შემთხვევა და დანარჩენი საკარანტინო სივრციდან.
„ჩვენ ცენტრში 3 მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია და დაავადება დინამიკაში არ პროგრესირებს", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
მისი თქმით შსს-დან კლინიკაში 3 პაციენტი მკურნალობს და მათი მდგომარეობა სტაბილურია.
„მათი მდგომარეობა სტაბილურია, არსად პროგრესირება არ შეინიშნება და მძიმე პაციენტების სიაში არ მოიაზრება არც ერთი", - აღნიშნა ეზუგბაიამ.