რეზონანსი
12.08.2020

“ემპათიის” დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი მიიჩნევს, რომ ორი მეტრი სიღრმის წყალში გიორგი შაქარაშვილი ვერ დაიხრჩობოდა. მისთვის გაუგებარია ის ფაქტიც, რომ სწრაფ მდინარეში 4 დღის შემდეგ, გარდაცვლილი ფეხბურთელის სხეული 900 მეტრში იპოვეს.

“6 უმნიშვნელოვანეს შეკითხვაზე, რომელიც ეხება უშუალოდ სიკვდილის გარემოებას, ანუ როდის დადგა პრაქტიკულად სიკვდილი და იმყოფებოდა თუ არა 4 დღის განმავლობაში შაქარაშვილის სხეული წყალში, ამ შეკითხვებზე პასუხი პრაქტიკულად არ არის. 2-მეტრიან წყალში ჯანმრთელი ადამიანი, სპორტსმენი პრაქტიკულად ვერ დაიხრჩობოდა, თუნდაც არ სცოდნოდა ცურვა. რაც შეეხება მდინარის სიჩქარეს, რომელიც ძალიან ჩქარი აღმოჩნდა, გაუგებარია მაშინ 900 მეტრში როგორ იქნა გვამი აღმოჩენილი”, – განაცხადა ჯიშკარიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×