რეზონანსი
11.08.2020

ვისაც ეშინია, რომ დაჩიპავენ შემიძლია დავაწყნარო, ნეტა ვაქცინა იმათ ეყოს, ვისაც ძალიან ენდომება რომ აიცრან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „POSTV"-ის ეთერში განაცხადა.

„ბევრი ქვეყანა აკეთებს ვაქცინას, ვნახოთ ვისი უკეთესი იქნება, ვისი ვაქცინა როგორ იმუშავებს, ვისაც ეშინია, რომ დაჩიპავენ, შემიძლია დავაწყნარო, ნეტა, ვაქცინა იმათ ეყოს, ვისაც ძალიან ენდომება რომ აიცრან", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ჯანმოს მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოში COVID-19-ის საწინააღმდეგო 26 ვაქცინა კლინიკური ცდების ეტაპზეა, 6 მათგანი უკვე მესამე ფაზაშია. კიდევ 139 პრეპარატი კი პრე-კლინიკურ სტადიაზეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×