რეზონანსი
11.08.2020

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე „ტო­ი­ო­ტა ქამ­რის" მგზავ­რე­ბის - 5 პი­რის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ე" ქვე­პუნ­ქტით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის, რაც გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თუ­ლი ბრი­ფინ­გი­დან ირ­კვე­ვა, ბრა­ლი და­უმ­ძიმ­დათ ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვანს, არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილს, არას­რულ­წლოვ­ნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 19 ივ­ნისს მი­მარ­თა. 4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 17 პირი, მათ­გან 6 არას­რუ­წლო­ვა­ნია. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ნა­წილს გა­მო­ძი­ე­ბა ძა­ლა­დო­ბას, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა­სა და გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბა.

ყვე­ლა მათ­გან აღ­კვე­თის ღო­ნის­ძე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×