
საბერძნეთში, ათენის მდიდრულ გარეუბანში ქართველი „კანონიერი ქურდი" სანდრო ქურასბედიანი დააკავეს.
36 წლის ქურასბედიანს კრიმინალურ წრეებში „სანდრიკას" სახელით იცნობენ. ბერძნული მედია, მას „მაფიის ერთ-ერთ ბოსად" მოიხსენიებს. ის „კანონიერ ქურდად" 2004 წლის აგვისტოში 20 წლის ასაკში „მოინათლა" კრიმინალური „გენერლების" - შაქრო კალაშოვის, ლაშა შუშანაშვილის და ვაჟა ბიგანიშვილის მიერ.
სანდრო ქურასბედიანი გახლავთ ასევე ცნობილი „კანონიერი ქურდის" ალეკო ქურასბედიანის, იგივე „წრიპას" ბიძაშვილი.
ქურსაბედიანის დაკავება ესპანეთის ხელისუფლების მიერ გაცემული ევროპული ორდერით მოხდა.დაკავებისას ქურსაბედიანს საქართველოს მოქალაქის ყალბი პასპორტი, წიწაკის სპრეი და პისტოლეტი აღმოაჩნდა. ის ესპანეთის მიერ ორგანიზებული დანაშაულის (თაღლითობა, ფულის გათეთრება) ბრალდებით იძებნებოდა.
კარგად ინფორმირებული ადგილობრივი წყაროების თანახმად, საბერძნეთში ამჟამად 100-ზე მეტი კანონიერი ქურდი ცხოვრობს.ნრას წერს პრესა მათ შესახებ:
„თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი პასუხისმგებლობის ზონა, თითოეული ხელმძღვანელობს „ოჯახს "და ჰყავს 10-დან 20-მდე დაქვემდებარებული. საერთო ჯამში, ეს არის ათასზე მეტი ადამიანისგან შემდგარი მთელი "არმია".
იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი