
მესტიაში დაწყებულია ფართომასშტაბიანი ტესტირება, დღეს 6 ჯგუფი მუშაობდა, ხვალიდან ამ ჯგუფების რაოდენობა გაიზრდება, მაქსიმალურად სწრაფად გვინდა ამოვწუროთ ყველა ის ადამიანი, რომელთანაც შეიძლება რაიმე საეჭვო კონტაქტი არსებობდეს, - ამის შესახებ რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში" განაცხადა.
„ამ ხნის განმავლობაში კარგი გამოცდილება დაგროვდა, რომელიც დაგვეხმარება გაცილებით სწრაფად გადავლახოთ ეს ვითარება. მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოება ცოტა მოდუნდა, იმან, თუ როგორ ვუმკლავდებით კოვიდს გააჩინა განცდა, რომ თითქოს ვირუსი გაქრა და აღარ არსებობს, ამის გამო პატარ-პატარა კერები ჩნდება. ვითარება კონტროლს ექვემდებარება, სწორედ იმისთვის, რომ სიტუაცია კონტროლიდან არ გაგვექცეს ამიტომ ხდება რეგიონების მიხედვით მკაცრი ზომების მიღება, იმედი გვაქვს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტს ეს ვითარება არ გასცდება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.