
ვერცერთი სოციალური ქსელიდან თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ ინფორმაციას ვერ ვიღებთ. შეცვლილია სამსახურეობრივი ფოსტის კოდი, - ამის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, კიდევ მიმდინარეობს კომპიუტერის პროგრამირება, იმისთვის რომ დამატებითი ინფორმაცია მოიძიონ. „კიდევ დამატებით არის ინფორმაცია, რომლის დამუშავებაც მიმდინარეობს. ყველაფერი ეს უნდა მორჩეს, რომ სრული ინფორმაცია მივიღოთ“, - აცხადებს რამიშვილი.
რამიშვილის განცხადებით, ამ საქმეში აუცილებლად უნდა ჩაერთოს აშშ-ის ფედერალური ბიურო. „რადგან როცა ხდება შინაარსობრივი ინფორმაციის გამოთხოვა, რატომ გაუქმდა თამარ ბაჩალიაშვილის Facebook-ი ამ საკითხის გამორკვევაში უნდა მონაწილეობდეს FBI-ი იმისთვის, რომ მიზეზი ზუსტად დადგინდეს“, - აცხადებს რამიშვილი.