
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ რაიანის განცხადებით, Covid-19-ის შეჩერება განსაკუთრებულად რთულია, და მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ სად დაირღვა ადამიანებსა და ცხოველებს შორის ბარიერი.
„ამ ვირუსის შეჩერება განსაკუთრებულად რთულია. მნიშვნელოვანია ვიფიქროთ იმაზე, თუ რა არის ცნობილი ვირუსის შესახებ გავრცელების სიმარტივის, მრავალჯერადი გადაცემის რეჟიმებისა და ასიმპტომური და პრესიმპტომური გადაცემის არსებობის თვალსაზრისით. ეს მარტივი ვირუსი არ არის გამოვლენისა და შეჩერების კუთხით“, - განაცხადა მაიკ რაიანმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე განმარტა, რომ რთულია Covid-19-სა და სხვა სინდრომებს შორის სხვაობის დადგენა სათანადო და სწრაფი ტესტების გარეშე, რაც გვხვდება ისეთ ქვეყნებში, სადაც Covid-19 და გრიპი ერთდროულად არის გავრცელებული.