
ლევან თოფაძეს გამოძიება დაკითხავს. საგამოძიებო მოქმედება დაზარალებულის სახლში შედგება. პროცესს თოფაძეების ინტერესების დამცველი დაესწრება.
პაციენტი ცივი იარაღიდან არის დაჭრილი და ის მკურნალობას სახლში გააგრძელებს.
"ჩვენი ადვოკატი დაკითხავს, ჯერ მძიმედ არის კიდევ, კი დადის, მაგრამ გამოჩნდება... ჯერ მორჩენილი არ არის, კიდევ აქვს პრობლემები. ვიყავი დილით ექიმთან, უკეთ არის, ვიდრე იყო," - განაცხადა ლევან თოფაძეს ბაბუამ გოგი თოფაძემ.
ლევან თოფაძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შევიდა. როგორც ადვოკატმა გიორგი ანთაძემ "კურიერს" განუცხადა, ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული, მას სახლში დაკითხავენ თუ საგამოძიებო უწყებაში.