რეზონანსი
09.08.2020

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პენსიონრებსა და მოქალაქეებს შეხვდა.

გიორგი ვაშაძის თქმით, აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა იხსნას პენსიონრები მძიმე პირობებისგან.„დამსხვრეული ოცნებების, ივანიშვილის პარტიამ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო საპენსიო ასაკის ადამიანები. დოლარში, 86 დოლარი იყო პენსია 2012 წელს, ახლა არის 69 დოლარი. პროდუქტებზე ფასები გაიზარდა 40 პროცენტით, წამლები გაძვირდა 76 პროცენტით.

თუ ფიქრობს საერთოდ ეს ხალხი, როგორ ცხოვრობენ პენსიონერები, რომლებსაც კიდევ 36 პროცენტიანი სესხების გადახდა უწევთ?!

პირობას ვაძლევ პენსიონერებს, რომ სესხებზე პროცენტი ჩამოიწერება დეკემბერში, პენსია ყოველწლიურად გაიზრდება, ქვეყანაში დავიწყებთ წარმოებას, რომელიც ხალხს ასე მძიმედ აწევს. პირველი იანვრიდან 30 პროცენტით გაიაფდება წამლები. ამის პირობას ვდებ, როგორც ქვეყნის მომავალი პრემიერ მინისტრი", - განაცხადა ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×