
„ლეჰჰეი, ლეჰჰეი“ – ტერმინი, რომელსაც თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი და როგორც თავად ამბობს შეყვარებული, ბაჩანა ლობჟანიძე ხშირად იყენებს, საზოგადოებაში გარკვეულ ეჭვებს აჩენს და ბურუსით მოცულ გარდაცვალების გარემოებას, კიდევ უფრო საეჭვოს ხდის.
19 ივნისს გადაღებულ ვიდეოშიც ბაჩანა თამარს ეკითხება, იცის თუ არა, რას ნიშნავს „ლეჰჰეი“.
აი როგორ განმარტავს ამ ყველაფერს ის:
„ენტე ლეჰჰეია“ ფილოსოფიური ტერმინი. ნიშნავს: შობილს და უშობელს შორის მყოფს.
პოსტი ჯორჯ ფლოიდის თემას ეხება და ეს ადამიანი აღმოჩნდა სამართლებრივ და თავის თავს შორის მყოფი“, – განმარტავს ბაჩანა ლობჟანიძე.