რეზონანსი
08.08.2020

აგ­ვის­ტოს ომის დროს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 14 და სა­ნა­პი­რო დაც­ვის 5 თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ი­ღუ­პა. შს მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, და­ღუ­პუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შვი­ლებ­სა და ოჯა­ხებს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბი გა­ე­წი­ათ.

ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის და­ვა­ლე­ბით, უწყე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა პა­ტა­რებს სურ­ვი­ლე­ბი აუს­რუ­ლეს და ის ნივ­თე­ბი უყი­დეს, რო­მელ­ზეც ოც­ნე­ბობ­დნენ.

მათ შო­რის არის სა­ზღვაო კაპ­რა­ლის ზვი­ად ბარ­ბა­ქა­ძის შვი­ლი ლიზი ბარ­ბა­ქა­ძე, რო­მელ­საც მი­ნის­ტრმა ნო­უთ­ბუ­ქი და ვე­ლო­სი­პე­დი აჩუ­ქა. გარ­დაც­ვლი­ლი კაპ­რა­ლის ცოლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც გო­მე­ლა­ურს შვი­ლის გა­ხა­რე­ბის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის.

"2008 წლის აგ­ვის­ტოს შემ­დეგ ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის ყვე­ლა­ზე მძი­მე თვე აგ­ვის­ტოა, მო­უ­შუ­შე­ბე­ლი ტკი­ვი­ლით სავ­სე, ამ რთულ პე­რი­ოდ­ში მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რი­სა და ყუ­რა­დღე­ბის­თვის მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო შსს მი­ნისტრს, ბა­ტონ ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურს ჩემი შვი­ლი­სად­მი კე­თილ­გან­წო­ბი­სა და მისი გა­ხა­რე­ბის­თვის. თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს ვი­საც ვახ­სო­ვართ და მზრუნ­ვე­ლო­ბას იჩენს. მშვი­დო­ბი­ან და ერ­თი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში ეცხოვ­როთ შვი­ლებს მშობ­ლებ­თან ერ­თად" - წერს მა­რი­კა გვა­სა­ლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×