რეზონანსი
08.08.2020

რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი­დან 12 წელი გა­ვი­და. შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის შე­ჩე­რე­ბა­ში, თით­ქმის მთე­ლი ევ­რო­პის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი იყ­ვნენ ჩარ­თულ­ნი. ყვე­ლა­ზე დიდი როლი კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბა­ში საფ­რან­გე­თის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა შე­ას­რუ­ლა. აქამ­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მხო­ლოდ ოფი­ცი­ა­ლუ­რი მხა­რე იცო­და. 12 წლის შემ­დეგ, ნი­კო­ლა სარ­კო­ზი 500 გვერ­დი­ან წიგნ­ში "ქა­რიშ­ხლე­ბის დრო" კუ­ლუ­ა­რულ ინ­ფორ­მა­ცი­ებს ასა­ჯა­რო­ებს.

"ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი ქა­რიშ­ხა­ლი ევ­რო­კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტის რან­გში" - ასე აფა­სებს სარ­კო­ზი აგ­ვის­ტოს ომის ქრო­ნი­კებს. წიგ­ნის ეს ფრაგ­მენ­ტი იმ­ჟა­მად სა­ფარ­ნა­გეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩმა მა­მუ­კა კუ­და­ვამ თარ­გმნა.

ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის მიერ შედ­გე­ნი­ლი ექ­ვსპუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მის ნა­წი­ლია, სა­დაც სარ­კო­ზი პუ­ტინს მო­უ­წო­დებ­და, რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის 80%-დან გაყ­ვა­ნის შემ­დეგ, სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მო­მა­ვა­ლი სტა­ტუ­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დო­ნე­ზე გან­ხი­ლუ­ლი­ყო.

"პუ­ტი­ნი დას­თან­ხმდა, როცა ვუ­თხა­რი, რომ ჩემი იდეა იყო მო­მა­ვალ­ში გა­მარ­თუ­ლი­ყო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჟე­ნე­ვა­ში ქარ­თვე­ლებ­სა და რუ­სებს შო­რის, რათა შე­თან­ხმე­ბუ­ლიყ­ვნენ ორი პა­ტა­რა რე­გი­ო­ნის სა­ბო­ლოო სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ". მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ეს პუნ­ქტი ამო­ი­ღო.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ომის და­წყე­ბამ­დე, ივ­ნი­სის თვე­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­სა და რუ­სე­თის მა­შინ­დელ პრე­ზი­დენტს, დი­მიტ­რი მედ­ვე­დევს შო­რის არ­სე­ბობ­და მი­მო­წე­რა, რო­მე­ლიც გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი არ არის.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მედ­ვე­დევს 2008 წლის ივ­ნის­ში წე­რი­ლი მის­წე­რა, თვი­თონ აღი­ა­რებს. ამას მოჰ­ყვა მედ­ვე­დე­ვის პა­სუ­ხი სა­ა­კაშ­ვი­ლი­სად­მი, რო­მელ­საც არ ასა­ჯა­რო­ე­ბენ. მედ­ვე­დე­ვი სა­ა­კაშ­ვილს თბი­ლის­ში ჩას­ვლას სთა­ვა­ზობს, ვი­ზი­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რაც არ მომ­ხდა­რა. შე­საძ­ლოა ეს დე­ეს­კა­ლა­ცი­ის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო.

ამბები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×