
ქართველი ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძე, „რუსთავი 2-თან“ საუბრისას, მეუღლეს იხსენებს.
მისი თქმით, გიორგი ძალიან მოსიყვარულე მამა იყო და სამსახურიდან დაღლილი მოსული პატარა ბავშვს აჭმევდა და აძინებდა.
მაკა იხსენებს, იმ პერიოდს როდესაც ეროვნული გმირის ცხედარი საქართველოში გადმოასვენეს და დნმ-ს ანალიზის გასაკეთებლად წავიდნენ.
მისი თქმით, ცხდარი იმდენად ნაწამები იყო, რომ ვერ უყურა, ვერ გაუძლო მის ასეთ მდგომარეობაში ნახვას და სურდა ისეთი დამახსოვრებოდა როგორიც მანამდე იყო.
რაც შეეხება მშობლებს, როგორც თავად მაკა ამბობს, გიორგის დედა ისე გარდაიცვალა რომ შვილის სიკვდილს ვერ იჯერებდა, მამა - კი სულ გარეთ იჯდა და შვილის დაბრუნებას ელოდა...
ცნობისთვის, გიორგი ანწუხელიძე საქართველოს ეროვნული გმირია, რომელიც 2008 წლის 17 აპრილიდან მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41 ბაატალიონის შემადგენლობაში მსახურობდა.
9 აგვისტოს რუსებმა ტყვედ ჩაიგდეს და წამების შემდეგ ცხინვალში მეხუთე სკოლასთან ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.