
ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართა, უწყების ვებგვერდზე არ განთავსდეს იმგვარი ინფორმაცია, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ეჭვებს იწვევს.
„ჩვენი თხოვნაა, შსს-ს ვებგვერდზე არ მოხდეს იმდაგვარი განცახდებების დადება, რაც ეჭვებს იწვევს, თითქოს თვითმკვლელობაზეა საუბარი. გაფრთხილება და რჩევა მივეცით, რომ ეს აღარ მოხდეს. პასუხი არის ყოველთვის „დიახ“, მაგრამ შედეგს დაველოდები. შედეგი ყოველთვის საპირისპიროა”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
როგორც ცნობილია, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში არ ფიგურირებენ არასრულწლოვნები, საქმეს არ ადევს გრიფი, რის გამოც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შსს-მ გამოძიების შუალედური ინფორმაცია ორჯერ გაასაჯაროვა, მათ შორის, გარდაცვლილის ლეპტოპსა და ავტომობილიდან ამოღებულ წერილზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები.