რეზონანსი
07.08.2020

მოიხმარდა თუ არა თამარ ბაჩალიაშვილი ნარკოტიკებს, სწორედ ეს კითხვა დაუსვა „მთავარი აქცენტების“ ეთერში ნიკა გვარამიამ ბაჩანა ლობჟანიძეს, რომელიც თავს 23 წლის გარდაცვლილ პროგრამისტის შეყვარებულად აცხადებს.

როგორც ბაჩანამ აღნიშნა, მას გაახსენდა ერთი დეტალი, რომელიც გამოძებისთვის არ უთქვამს. როდესაც ისინი იყვნენ ლისზე, საუბრის დროს თამარ ბაჩალიაშვილს უთქვამს, რომ მას ჰქონდა ერთ-ერთი ნარკოტიკი გასინჯული.

ლობჟანიძის თქმით, საუბარი იყო, ერთ-ერთ ნარკოტიკზე, კერძოდ, ჰაშიშზე, რომლის მაგალითადაც იხსენებს ფილმ „ევროტურს“, სადაც კინოს ერთ-ერთ ეპიზოდში მეგობრები ჰაშიშიან ნამცხვრებს მიიერთმევენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×