
გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი დეა კაპანაძე სოციალურ ქსელში თამარზე წერს. სტატუსი 22 ივლისით თარიღდება:
„ვიზიარებ ოჯახის ამ უდიდეს ტკივილის... ძალიან მიჭირს იმ დონემდე, რომ არ ვიცი რა იქნება მერე….
თამუნა უთბილესი და უკეთილშობილესი ადამიანი იყო (არის) გოგო, რომელიც მიზნისკენ ისწრაფოდვა უნდოდა უფრო მეტი და მეტი გაკეთებინა, ესწავალა, ემუშავა და ასეც იყო.
ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვიყავით, რომ გაგვეზიარებინა ტკივილი თუ სიხარული. დღემდე არ ვიცი რატომ მოხდა ეს ყველაფერი, რამ უბიძგა იმ ტერიტორიაზე რომ წავიდა. ბოლოს რომ ვნახე ისეთი ბედნიერი იყო... მენატრება მისი ხმა.
მიყვარხარ და ვიცი, სადაც ახლა ხარ, იქ დამელოდები და იქაც ერთად ვიქნებით. ძალიან მიყვარხარ, სიცოცხლეზე მეტად… ჩემი ლამაზი ანგელოზი ხარ. სიცოცხლის ბოლომდე ვილოცებ შენი ლამაზი სულისთვის“.