
აქცია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში - სოფლის შესასვლელში, პოლიციის საგუშაგოსთან შეკრებილები დაწესებულ კარანტინს აპროტესტებენ.
მათი თქმით, სოფელი უკვე მე-14 დღეა, კარანტინში იმყოფება, დღეს კარანტინის ვადა ამოიწურა და შესაბამისად, საკარანტინო შეზღუდვები უნდა მოიხსნას.
აქცია მოგვიანებით პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ადგილზე გარდაბნის მერი რამაზ ბუდაგაშვილი მივიდა, რასაც მოსახლეობასა და მერს შორის მწვავე შელაპარაკება მოყვა. მერმა გამოაცხადა, რომ სოფელში 1500 მაცხოვრებელია, რომელთაც ტესტირება უნდა გაიარონ და ამ ტესტების შედეგებზეა დამოკიდებული, გაიხსნება თუ არა სოფელი ყარაჯალარი. საბოლოოდ, აქცია პოლიციამ დაშალა.