გოგი თოფაძის შვილის, ირაკლი თოფაძის თქმით, მისთვის ჯერ უცნობია, თუ ვინ დაჭრა მისი შვილი, რადგან გამომძიებელს ინფორმაცია ჯერ არ მიუწოდებია.
„არ ვიცი ანერვიულებულია, აღელვებული და მისცა რაღაც ჩვენება, რა ჩვენება მისცა, არ ვიცი. გოგი არ შესწრებია ამ ჩხუბს, მე და გოგი ერთად ავედით და უკვე ყველაფერი მომხდარი იყო. ჯერ ჩემთან გამომძიებელი არ მოსულა და არ უთქვამს იმან დაჭრაო, არავინ არ ამტკიცებს, რომ ქალბატონი ნინოს შვილმა დაარტყა. ჯერ პოლიციას არანაირი მტკიცებულება არ დაუდია, თუ დაარტყა და დაჭრა ჩემი შვილი ვერ გეტყვით, ჯერ არავის არ უთქვამს ჩემთვის, რომ იმან დაჭრა“, – განაცხადა ირაკლი თოფაძემ.
ლევან თოფაძე 2 აგვისტოს, თბილისში დაჭრეს, რაზეც დაკავებულია ბუსა ჟვანია, რომელსაც ასევე დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. ჟვანიას ბრალდება წარედგინა განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.