რეზონანსი
04.08.2020

ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა ქალს ისევ ეძებენ. თვითმხილველებმა იგი ბოლოს ცოტნე დადიანის ხიდზე ნახეს. არსებული ინფორმაციით, რიონში იგი სწორედ ამ ხიდიდან გადახტა.

გოგონას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მას ურთიერთობა ჰქონდა მამაკაცთან, რომელიც სატელეფონო საუბრებისას ძალით სთხოვდა შეხვედრას. ახალგაზრდა ქალის ბიძაშვილის თქმით, იგი ხიდიდან გადავარდნის მომენტში სწორედ ამ ადამიანს ესაუბრებოდა.

დაკარგული ოჯახი ძებნაში დამატებითი საძიებო ძალებისა და მყვინთავების ჩართვას მოითხოვს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×