
2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში დარეგისტრირებული 12 660 -ზე მეტი აბიტურიენტიდან უმაღლესი, 59 ქულა მხოლოდ 12-მა აიღო. ინფორმაციას ამის შესახებ edu.aris.ge ავრცელებს.
რაც საერთო რაოდენობის 0.09 პროცენტს შეადგენს.
58 ქულის აღება კი 29 მათგანმა შეძლო. ანუ, დაახლოებით, 0,23 %-მა.
აბიტურიენტებს შორის არიან ისეთებიც, რომელთაც ეს ყოველგვარი რეპეტირორებისა და დამატებითი მომზადების გარეშე შეძლეს.
თამარ ბანძელაძემ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა დაამთავრა და უმაღლესი, 59 ქულა აიღო.
რუსუდან ქელდიშვილმა მათემატიკაში 58 ქულა აიღო და დაკლებული 1 ქულის გასაჩივრებასაც გეგმავს. მან დიდი ლილოს 217-ე საჯარო სკოლა დაამთავრა და ამით განსაკუთრებულად ამაყობს, რადგან ერთბაშად ორი სტერეოტიპის დამსხვრევა შეძლო - რომ გოგონები მათემატიკას ვერ სწავლობენ და რომ მათემატიკის კარგად შესწავლა მხოლოდ სპეციალურ, ფიზიკა-მათემატიკურ სკოლებშია შესაძლებელი.
ელენე ჩიკვილაძემ კი სკოლა-ლიცეუმი პრომეთე დაამთავრა. ის არც ერთ საგანში დამატებით, რეპეტიტორებთან, არ მომზადებულა. გამოცდებზე სკოლაში მიღებული ცოდნით გავიდა და უმაღლეს შედეგებსაც აჩვენებს.
ნობისთვის, მათემატიკის გამოცდის შედეგები გუშინ, დღის მეორე ნახევარში გახდა ცნობილი.