
პრემიერის დაპირება - მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ პრემიერის, გიორგი გახარიას დაპირება, გახსნილიყო სარფის საზღვარი საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც თურქეთში მუშაობის უფლება მიენიჭათ, ჯერ ვერ შესრულდა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ საზღვარზე არსებული მდგომარეობა კანონთან შესაბამისობაში არ მოდის.
"როდესაც დავაპირე საზღვრის კვეთა, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც დამხვდა ადგილზე, მეუბნება, რომ გახარიას ბრძანება ჩვენამდე არ მოსულა და საზღვარს ვერ დაგატოვებინებთო", - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
27 ივლისს მთავრობის ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას დამსაქმებლის ცნობის საფუძველზე შეძლებენ. ცნობა სამთვიანი უნდა იყოს და ის თურქეთში დამსაქმებლის მიერ უნდა იყოს გაცემული.