რეზონანსი
04.08.2020

გაურკვევლ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის ახლო ნათესავი ნიკა ბაჩალიაშილი, სოციალურ ქსელში თამარ ბაჩალიაშვილის ფოტოს აქვეყნებს და მას ისტორიულ გმირებს, უშიშარ ადამიანებს ადარებს.

„ეს ის ინგილო გოგოა, მეფისთვის თავზე ქლიავი რომ უნდა დაეყარა, მაგრამ არ აცადეს. მონები მიუგზავნეს და ისტორია წაშალეს. ეს ის გოგოა, რომელმაც სიმართლისთვის ბოლომდე იბრძოლა პატიოსნად ისე, რომ სხვა არავინ გაწირა. ეს ის გოგოა, ვისზეც წიგნებში წერდნენ ადრე, ვისზეც ფილმებს უნდა იღებდნენ ჩვენს დროში, მაგრამ ყველა ჩუმად ვართ, ველოდებით სხვა რას იტყვის, სხვა რას დაწერს და „დავულაიქებთ“. ეჰ...

განა არიცოდა სად მიდიოდა, განა არ შეეძლო სისუსტე გამოეჩინა და სხვაც ჩაეგდო საფრთხეში, მაგრამ არა, „მარტო“, ვაჟკაცურად, უშიშრად როგორც ინგილო ქალს შეეფერება, ისე წავიდა და როგორც ყოველთვის უმუხთლეს, სამშობლოს უღალატეს ისევ შუბლძარღვგაწყვეტილებმა!

ეს შედარება თამარისთვისაა თორე ერეკლე მეფესთან შესადარებელი ვინაა და სადღაა?!“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×