რეზონანსი
04.08.2020

თამარ ბაჩალიაშვილების ოჯახს კომპანია zag-ის იურისტი შეხვდა. ის თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს თანამშრომლობას და კითხვებზე პასუხების გაცემას დაჰპირდა. კომპანიის წარმომადგენელმა ოჯახს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საგამოძიებო უწყებამ საჭირო მასალის ამოსაღებად შიდასაკომუნიკაციო ტელეფონები წაიღო.

"დალუქულია საერთოდ და შეჩერებულია, შიდა საკომუნიკაციო ტელეფონებიც კი წაიღესო, რომ იქნებ რაიმე ხელჩასაჭიდი ჰქონოდათ, რომ იმათთვის გადაებრალებინათ, მაგრამ ესეც არ გამოსდით. თანამშრომლობენ ისინი ყველანაირად ჩემთან", - ამბობს დაღუპულის დედა თეონა თამაზაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×