რეზონანსი
03.08.2020

წინა არჩევნებზე „ევროპული საქართველოდან" ზოგიერთი ჩიოდა, რომ საარჩევნო პროცესში სააკაშვილის ხშირად ჩართვამ ამომრჩეველი დააფრთხო და კიდევ უფრო ნაკლები დაუტოვა, ვიდრე ელოდნენ, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, რამაზ საყვარელიძემ „POSTV"-ის ეთერში განაცხადა.

„სააკაშვილი თავისი გამოჩენით, რიტორიკითა და ყველაფრით მოსახლეობას იმ 9 წელს ახსენებს, რაც იყო და ჰპირდება იმ წლებს, რაც მაშინ იყო მომავალში", - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე „ძალა ერთობაშიას" დატოვების გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძე ბნელ მხარეზე გადავიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×