რეზონანსი
02.08.2020

რამ­დე­ნი­მე თვის წინ თა­მუ­ნამ მკი­თხა, მამა, ელექტრო­შო­კი სად­მე იყი­დე­ბაო? ვუ­თხა­რი, კი, შვი­ლო, ნავ­თლუღ­ში მაქვს ნა­ნა­ხი-მეთ­ქი. წა­ვე­დი, მო­ხუც ქალს 4 ცალი ელექტრო­შო­კი ჰქონ­და, ფასი ვკი­თხე, 12 ლარი ღირს და 10 ლარ­ში მოგ­ცე­მო, - მი­პა­სუ­ხა. მეც ვი­ყი­დე და მი­ვე­ცი ბავ­შვს. 

 ბავ­შვი ში­შის ქვეშ იყო, დიდი ხა­ნია საფრ­თხეს გრძნობ­და. მას არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია არა­ფე­რი. ჩემი დიდი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი დღეს­დღე­ო­ბით ის არის, რომ ვერ და­ვეხ­მა­რე, ჩემ­თვის დრო­ზე რომ ეთ­ქვა, რა უჭირ­და, შე­იძ­ლე­ბა დავ­ხმა­რე­ბო­დი, გა­და­მერ­ჩი­ნა ჩემი შვი­ლი.

ძა­ლი­ან ვნა­ნობ, ძა­ლი­ან! ერთხელ გავ­ბრაზ­დი კი­დეც და ტი­რი­ლი და­ი­წყო, მამა, არა­ფე­რი მკი­თხო, გეხ­ვე­წე­ბი, არა­ვი­თა­რი პრობ­ლე­მა არ მაქვს. თუ რამე, თვი­თონ მივ­ხე­დავ თავ­სო. ოჯა­ხი­დან, ჩვე­ნი მხრი­დან ბავ­შვს არა­ფე­რი პრობ­ლე­მა არ ჰქონ­და, მის სურ­ვი­ლებს ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ­დით, არც სიყ­ვა­რუ­ლი და გა­გე­ბა აკ­ლდა. სა­ღა­მო­ო­ბით, უცებ და­ვი­ნა­ხავ­დი - ტი­რო­და, მერე მე­ო­რე ოთახ­ში გა­და­ვი­დო­და და ცრემ­ლი­ა­ნი თვა­ლე­ბით ვხე­დავ­დი.

ერთი წელი ვი­ტან­ჯე­ბო­დი, მას მერე, რაც საფ­რან­გე­თი­დან ჩა­მო­ვი­და... სულ ტი­რო­და. ერთი სი­ტყვით მა­ინც რომ ეთ­ქვა, რა­ღა­ცას ვი­ზამ­დი, ვუშ­ვე­ლი­დი. არ ვიცი, გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი იყო, შე­ში­ნე­ბუ­ლი, თუ რა. აბა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ბავ­შვი ამ­ხე­ლა გზა­ზე მი­დი­ო­და და ვის ეძებ­და? ათა­სი ვერ­სი­აა. ეს ელექტრო­შო­კი თა­მუ­ნას თან დაჰ­ქონ­და. რომ მი­ვუ­ტა­ნე, ბავ­შვს ესი­ა­მოვ­ნა და თით­ქოს გული და­უ­წყნარ­და.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×