
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შენაქოში 25 წლის მოქალაქემ ცხენიდან გადმოვარდნის შედეგად ხეულის დაზიანებები მიიღო. მას დახმარება მაშველებმა აღმოუჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიუტაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად,
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შენაქოში 25 წლის მოქალაქემ ცხენიდან გადმოვარდნის შედეგად მიიღო სხეულის დაზიანებები და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.
თუშეთის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გაემგზავრნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ, ექიმის თანხლებით, პაციენტი გადმოყვანილია თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება.