
ახალი დეტალები ხდება ცნობილი გოგონას შესახებ, რომელმაც სიცოცხლე ესპანეთში თვითმკვლელობით დაასრულა.
ბებია იხსენებს, რომ მის შვილიშვილს სიკვდილამდე ესპანეთში მცხოვრები ქართველი ქალი ემუქრებოდა, რომელიც, მისი ინფორმაციით, გარდაცვლილის სახლში ცხოვრობდა. ქალმა მას ფული მოპარა და გოგონას ემუქრებოდა, რომ თუ პოლიციაში იჩივლებდა, შურს იძიებდა. ამ ინფორმაციას "კურიერი" ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბარსელონაში საქართველოს საკონსულო სამსახურისთვის ფაქტის შესახებ ცნობილია და ისინი ყოველდღიურ გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან კონტაქტში იმყოფებიან. ამჟამად ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, რომლის დასრულების შემდეგ, მისი გადმოსვენება განხორციელდება. სხვა მხრივ, გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები დასრულებულია.