რეზონანსი
02.08.2020

თამარ ბაჩალიშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, შსს-ში აცხადებენ, რომ საქმის მასალებს ჯერ კიდევ ეცნობიან.

ადვოკატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ ოჯახის ვარაუდით, შესაძლოა, თამარ ბაჩალიაშვილს გარკვეულ ინფორმაციაზე წვდომა მართლაც ჰქონდა, რის გამოც ბოლო პერიოდის განმავლობაში ნერვიულობდა.

„რაც შეეხება ვერსიას, რაც მასმედიაში გაჟღერდა, ყველა ვერსიამ უნდა იარსებოს და ყველაფერზე უნდა იყოს რეაგირება მომხდარზე. ოჯახის პოზიცია არის ძალიან მტკიცე და ძალიან მყარი, რომ საქმე ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული. დედამ და მამამ დააფიქსირეს პოზიცია, რომ შესაძლოა, სწორედ ამის გამო ნერვიულობდა ბავშვი იმ პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, მისი პროფესიიდან და თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, ფაილებზე წვდომა ჰქონოდა. ამ ეტაპზე გამოძიება ამბობს, რომ საქმის მასალას ეცნობა, რომელიც დიდია და ვერ მოასწრეს საქმის გაცნობა. საქმის მასალების გადმოცემის თაობაზე შუამდგომლობა რომ დავაყენე, ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ, რადგან დღესაც ყუთში დევს“, - განაცხადა რამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×