რეზონანსი
02.08.2020

არჩევნების შემდეგ 7-8%-იანი ეკონომიკური ვარდნის ტემპით ვივლით - ასე აფასებს ანალისტიკოსი ირაკლი ყიფიანი არჩევნების შემდგომ ქვეყანაში მოსალოდნელ ეკონომიკურ მდგომარეობას.

ყიფიანის თქმით, არჩევნებამდე ხელისუფლება ლარის კურსის ხელოვნურ დაჭერას შეეცდება, თუმცა არჩევნების შემდეგ ის ისევ დაიქცევა სადავეებიდან და ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი გარდაუვალია.

"ეკონომიკა არ ვითარდება. არჩევნებამდე აუცილებლად ეცდებიან იმას, რომ ლარის კურსი ხელოვნურად იყოს დაჭერილი იმიტომ, რომ ეს უკვე მათი საარჩევნო კამპანიის ერთი ნაწილი შეიძლება გახდეს, მაგრამ ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ამ ეკონომიკური პირობებში, არჩევნების შემდეგ, კიდევ უფრო გაიზრდება სიღარიბის მაჩვენებლები", - ამბობს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×