რეზონანსი
02.08.2020

ბრალდებულს კორონავირუსი აღმოაჩნდა. დაკავებულს, რომელიც პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა პოლიციიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს, "კოვიდ-19" დაუდასტურდა.

ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა და კოვიდ კლინიკაში გადაყვანის საკითხი სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად გაირკვევა.

როგორც პენიტენციური უწყების განცხადებაში ნათქვამია, ინფიცირებულს სისტემასთან შეხება არ ჰქონია. ესკორტის ოფიცრები და მათი ოჯახის წევრები კი, 21 დღიან კარანტინს გაივლიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×