რეზონანსი
02.08.2020

ესპანეთში 24 წლის საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ვალენსიაში ქართველი გოგონა პარკში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

ემიგრანტების ინფორმაციით, გოგონა მოხუცს უვლიდა და იქვე მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.

გარდაცვლილი 3 თვის ორსული იყო. "კურიერის" გადამღები ჯგუფი, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ნაზი მეზვრიშვილის ოჯახში იმყოფებოდა. როგორც ბებია ყვება, სიკვდილამდე გოგონას პრობლემები ჰქონდა.

"დამუქრებია მოგკლავო. ეს პოლიციაში მისულა და დამუქრებია, თუ რამე დამემართა, ეს იქნება ჩემი სიკვდილის მიზეზიო. გამოვიდა პოლიციიდან და გაქრა. ჩამომხრჩვალი იპოვეს. ფეხმძიმე იყო, როგორ გაიმეტებდა ბავშვი მოეკლა, თუ ჩამოკიდებული არ არის,"- უთხრა "კურიერს" გარდაცვლილი ნაზი მეზვრიშვილის ბებიამ.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×