რეზონანსი
02.08.2020

თბილისში გაქცეული პი­თო­ნის მე­პატ­რო­ნე გი­ორ­გი კი­ნო­ი­ა­ნი ქვე­წარ­მავ­ლის გაუჩინარების დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს. კი­ნო­ი­ა­ნის თქმით, პი­თონ­თან და­კავ­ში­რე­ბით არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, რაც, მისი აზ­რით, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­ა­ში პა­ნი­კის გავ­რცე­ლე­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად.

"ეს გვე­ლი არის სულ რამ­დე­ნი­მე სან­ტი­მეტ­რი­ა­ნი პი­თო­ნი. ახლა ხუთი თვის არის და ამი­ტომ არის ჯერ ასე პა­ტა­რა. ზრდას­რუ­ლი 7 მეტ­რამ­დეც იზ­რდე­ბა. გველს არ გა­აჩ­ნია არც კბი­ლე­ბი და არც შხა­მი. შე­სა­ბა­მი­სად? არ არის სა­ში­ში არა­ვის­თვის. თბი­ლის­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გი­ურ­ზე­ბი გა­ცი­ლე­ბით სა­ში­შია, ვიდ­რე ეს გვე­ლი. 

ძა­ლი­ან მიყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბი. ეს გვე­ლი ცოტა ხნის წინ ზო­ო­მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვი­ძი­ნე და ჩემს კა­ბი­ნეტ­ში ტერ­ა­რი­უმ­ში ცხივ­რობ­და. სა­ჰა­ე­რო იყო ღია და იქე­დან გა­მოძ­ვრა, რო­გორც ჩანს. მე­გო­ნა, დავ­კარ­გე და ამი­ტომ დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით მივ­მარ­თე ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გე­ტოს.

ვაჩ­ვე­ნე მათ ვი­დეო და დარ­წმუნ­დნენ, რომ სა­შიშ­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ისე­თი პოს­ტი და­წე­რეს, თით­ქოს გა­მიზ­ნუ­ლად სურ­დათ სა­ზო­გა­დო­ე­ბის პა­ნი­კა­ში ჩაგ­დე­ბა. მათი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პოს­ტი იყო ფარ­სი, თით­ქოს ეს იყო კა­ცი­ჭა­მია გვე­ლი. რომ არ მცოდ­ნო­და ჩემს გველ­ზე იყო სა­უ­ბა­რი, მე­გო­ნე­ბო­და ფილ­მებ­ში რომ არის, კორ­პუ­სე­ბის მჭა­მე­ლი გვე­ლე­შა­პე­ბი. 

სა­მარ­თლი­ა­ნად უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ძა­ლი­ან და­მეხ­მარ­ნენ გვე­ლის მო­ძებ­ნა­ში. მე ვი­პო­ვე უშუ­ა­ლოდ. ოთახ­ში იყო და­მა­ლუ­ლი და თა­ვი­სით გა­მო­ვი­და. ახლა ჩემ­თან არის და რომ გა­იზ­რდე­ბა, შემ­დეგ ვი­ფიქ­რებ რა ვუყო ამ გველს, ზო­ო­პარკში წა­ვიყ­ვა­ნო თუ სად" - განუცხადა "ამბებს" გი­ორ­გი კი­ნო­ი­ა­ნმა.

წყარო: ამბები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×