
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით, 23 წლის პროგრამისტის ბოლო გასვლა დაინახეს მაწევანის მცხოვრებლებმა და თქვეს, რომ საღამო იყო.
„მე ვიყავი დღეს და დავინახე, რომ გზატკეცილზე დგას 2 ვიდეო სათვალთვალო კამერა. ერთი თბილისისკენ, მეორე „საკალმახისკენ“. დავათვალიერე, კიდევ არის ერთი ვიდეო კონტროლის ადგილი, არის რესტორანი „ადმირალი“, სადაც ვიდეო სათვალთვალო კამერებია. დავრეკე კრიმინალურ პოლიციაში და მივაწოდე ინფორმაცია, რომ გზატკეცილზე, მთავარ გზაზე არის 4-5 ვიდეო სათვალთვალო კამერა. მოვითხოვე სასწრაფოდ ამოიღონ ვიდეო ჩანაწერები.
თუ მოსახლეობა ადასტურებს, რომ მანქანა იყო სოფელ მაწევანთან, საიდანაც გზა გადის ცენტრალურ გზაზე, უნდა გავარკვიოთ იყო ამ გზაზე თამუნა? მარტო იყო? რომელ გზაზე წავიდა? იქ არის რესტორანი, არ გამოვრიცხავ, შესაძლოა, ვინმესთან შეხვედრა ჰქონდა. ეს არის სიახლე, რომლის საქმის კურსში პოლიცია არ იყო. მოვითხოვე დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება. დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები. დაველოდები, ხვალ რა ნაბიჯს გადადგამენ. თუ ეს არ გააკეთეს, აქ სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.