რეზონანსი
02.08.2020

თბილისში, სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩის ერთ-ერთი კორპუსიდან 114-ში შევიდა შეტყობინება რომ სადარბაზოში ძლიერი გაზის სუნი იგრძნობოდა. "თბილისი ენერჯის" სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლების ადგილზე მისვლისას, ერთ-ერთ დაკეტილ ბინასთან ლაზერულმა აპარატმა გაზის კონცენტრაცია დააფიქსირა. ბინის მეპატრონე ქალაქიდან გასული იყო. უსაფრთხოების მიზნით კორპუსს გაზის მიწოდება შეუწყდა, კონკრეტულ ბინაში კი მაშველები აივნიდან შევიდნენ, რის შემდეგაც სამზარეულოში, გაზქურაზე გაზის ონკანი გახსნილ მდგომარეობაში აღმოაჩინეს.

კომპანიის ინფორმაციით, სამგორის რაიონში კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი გადაურჩა აფეთქებას.

„თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე - 114, შევიდა შეტყობინება რომ სადარბაზოში გაზის სუნი იდგა და მცხოვრებლები დახმარებას ითხოვდნენ. თბილისი ენერჯის სპეციალისტების ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა რომ ერთ-ერთ მობინადრეს გაზქურიდან ჩახსნილი ჰქონდა მილი, რომელიც ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული და გაზი ჟონავდა. თავად კი სახლში იმყოფებოდა. ასევე აღნიშნულ ბინაში აღმოჩნდა კუსტარულად დამონტაჟებული გაზგაყვანილობა“ - აცხადებენ კომპანიაში.

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, კორპუსში მცხოვრებლები აქეთქებას გადაურჩნენ ყურადღებიანი მეზობლების წყალობით, რომლებმაც ოპერატიულად შეატყობინეს გაზის გაჟონვის შესახებ თბილისი ენერჯის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×