
არჩილ ჯაფარიძეს თანამდებობის დატოვება პანდემიის დაწყებამდე სურდა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა რაჭაში ჟურნალისტებს განუცხადა.
მან კომენტარი გააკეთა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორის მიერ თანმდებობის დატოვებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო.
ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ჯაფარიძის სურვილი, თანამდებობის დატოვების შესახებ, მისთვის დიდი ხანია ცნობილი იყო.
„არჩილ ჯაფარიძეს თანამდებობის დატოვება პანდემიამდე სურდა, თუმცა შემდეგ შექმნილი მდგომარეობის გამო თავი შეიკავა“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, 4 წელი საკმაოდ დიდი დროა ადამიანის თანამდებობაზე ყოფნისათვის.