რეზონანსი
31.07.2020

სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდს მამა, დავით ფილფანი, ამბობს, რომ პოლიციამ შორტი და ქუდი იპოვა, თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ ეს ნივთები მის შვილს არ ეკუთვნის. 

დავით ფილფანის თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ 13 წლის მოზარდი თბილისში იმყოფება. მისივე განმარტებით, ოჯახი პოლიციასთან და მაშველებთან მუდმივ კონტაქტზეა, თუმცა მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი სიახლე არ არის. 

"ამ მომენტისთვის სიახლე არაფერია. მთელი ქვეყნის მასშტაბით ვეძებთ. გვეხმარება უამრავი ადამიანი, განცხადებებს აკრავენ და ავრცელებენ თავიანთ ახლობლებში. ვფიქრობთ რომ შეიძლება ახლა თბილისისკენ წამოსულიყო. აქამდე ვიყავით შავი ზღვის სანაპიროზე და ვაკვირდებოდით, როგორ მუშაობდნენ მაშველები. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ თუ ის იქ გამოჩნდება, ამის შესახებ პოლიცია შეიტყობს. გვაჩვენებენ ვიდეო კამერების მონაცემებს. ასევე გვაწვდიან იმ ინფორმაციას, რასაც მოქალაქეები გადასცემენ. მაშველებთან და პოლიციასთან მუდმივ კონტაქტში ვართ. მათ იპოვეს შორტები და ქუდი, მაგრამ ჩვენი შვილის არ აღმოჩნდა. არც ველოსიპედის კვალი ჩანს სადმე. ახლა ისღა დაგვრჩენია, გამოძიებას დაველოდოთ", - განაცხადა დავით ფილფანმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×