რეზონანსი
31.07.2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ოთხმოცი ფოტო-ხაფანგი, ასევე, სასაზღვრო პოლიციის კავშირგაბმულობის სისტემებისა და ანძების მომსახურების საშუალებები გადაეცა.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინაციითა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით განხორციელდა.

აღჭურვილობის განახლება „საქართველოში საზღვრისა და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფის“ პროექტის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით

განხორციელდა. პროექტი, კავშირგაბმულობის სისტემებისა და ანძების მომსახურების მიზნით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების გადამზადებასაც მოიცავდა.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ ტექნიკური საშუალებები პირადად დაათვალიერა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, საქართველოს მისიის ხელმძღვანელ სანია ჩელებიც ლუკოვაკს და პროგრამის მენეჯერ მარკ ჰულსტს, სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებას სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე თემურ კუპატაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი ეკატერინე მაჭავარიანი

დაესწრნენ.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, საზღვრის მართვის განვითარებისა და სასაზღვრო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×