რეზონანსი
31.07.2020

ონის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენითი სამუშაო დღესაც ინტენსიურად მიმდინარეობს. გუშინ საღამოს დამატებით 5 სოფლის ენერგომომარაგების აღდგენა მოხერხდა.

სტიქიის გამო მოწყვეტილ ზონაში, ჭიორას, გლოლასა და ღების მიმართულებით მდგომარეობა საკმაოდ რთულია. თუმცა, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მობილური ბრიგადების ადგილზე გადაყვანა მოხდა ვერტმფრენით.

დაზიანების ადგილებში გადატანილია საჭირო მასალებიც. კომპანიის ტექნიკური სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში, რათა მოახდინოს აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×