რეზონანსი
31.07.2020

ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატები პოლიტიკურ თანამდებობებს 1-ლი აგვისტოდან დატოვებენ. ამის შესახებ განცხადებას პარტია ავრცელებს. 

"1 აგვისტოდან თანამდებობებს დატოვებენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებული კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულები და თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებელი.

ირაკლი ქადაგიშვილი - კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ხოჯევანიშვილი - შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, შალვა კერესელიძე - მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ნოდარ ტურძელაძე - ვაკის რაიონის გამგებელი

რაც შეეხება დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებულ სხვა ადმინისტრაციული თანამდებობის პირებს, ისინი თანამდებობებს საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე დატოვებენ", - წერია პარტიის განცხადებაში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×