რეზონანსი
31.07.2020

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება ერთ-ერთი დაკავებულის ზ.ხ-ს მამაც, რომელმაც  გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ამასთან ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ძალოვან უწყებებთან გარიგებაში და საქმის არასწორი მიმართულებით წარმართვაში დაადანაშაულა.  თამაზ ხომასურიძის ბრალდებას უპასუხა მირიან ნიკოლაძემაც, მისი თქმით, ბრალდებულების ოჯახის წევრები ცდილობენ მსგავსი განცხადებებით თავი დაიცვან და  სასჯელი თავიდან აირიდონ:

"რა აზრი აქვს იმ კაცის მამას ვუპასუხო, ვინც ხელი დაადო თავიდან დანაშაულის მონაწილე პირებს და შემდგომ თქვა, რომ არა, მე ეს არ მითქვია და გადაატრიალა ჩვენება, ნუ ახლა ყველა თავს იცავს და არავის უნდა რომ მკვლელობა დაუდასტურდეს, ეს არის თავდაცვის მექანიზმი," - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×