რეზონანსი
31.07.2020

გიორგი რურუა არ არის და არც შეიძლება იყოს პოლიტპატიმარი, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

„საქართველოში პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა და ეს მანკიერი პრაქტიკა 2012 წლის ნოემბერში დასრულდა და ეს დრო, ჩვენს ქვეყანაში, არასოდეს არ დაბრუნდება. მისი, ეგრეთ წოდებულ, პოლიტპატიმრად მოხსენიებას, ეს, რა თქმა უნდა, არის ოპოზიციის სპეკულაციები. 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთმა ფასილიტატორმა, გერმანიის ელჩმა ძალიან მკაფიოდ განმარტა, რომ გიორგი რურუას სახელი, ისევე როგორც არც სხვა სახელები და არც ერთი კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე არ ფიგურირებდა შეთანხმებაში და ის რაც შეთანხმებაში არ ეწერა, მისი ნაწილი ვერ იქნებოდა. სამართლებრივ სახელმწიფოში ვერც ერთ შეთანხმებაში ვერ ჩაიწერება მართლმსაჯულებაში ჩარევის შესაძლებლობა. პოლიტიკა და მართლმსაჯულება ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში ერთმანეთისგან გამიჯნულია და ასე ხდება საქართველოშიც. პოლიტიკურ პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ მათი პოლიტიკაში ყოფნა“,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×