რეზონანსი
31.07.2020

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს.

სხდომაზე სხვადასხვა მტკიცებულების და აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებული შუამდგომლობები განიხილება.

ბრალდების მხარე დაკავებულთა პატიმრობაში დატოვებას ითხოვს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ლ.შ-ს ადვოკატი სასამართლოს ბრალდებულის მეთვალყურეობის ქვეშ გადაცემის შუამდგომლობით მიმართავს.

ზ.ხ-ს ადვოკატი კი ვახო ახვლედიანის და გურამ ამირხანაშვილის ბოლო ჩვენებების გაბათილებასაც ითხოვს.

წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულ არასრულწლოვანთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უცვლელად დატოვების მომხრეა გარდაცვლილი შაქარაშვილის ოჯახი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×