რეზონანსი
31.07.2020

საქართველოში, 2020 წლის იანვრიდან ივნისის თვის ჩათვლით, სულ 54 ადამიანი დაიკარგა, საიდანაც 34 პოლიციამ იპოვა, 20 ადამიანის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სტატისტიკას ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისის თვის მდგომარეობით, დაკარგულ 54 ადამიანს შორის 18 წლამდე ასაკის 13 პირი იყო.აღნიშნული 13 არასრულწლოვნიდან 10 ნაპოვნია და 3-ის სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.

18-დან 24 წლამდე ასაკის 5 ადამიანი დაიკარგა, მათგან 2 ცოცხალი იპოვეს, ორი გარდაცვლილი, არ უპოვიათ ერთი ადამიანი.

იანვრიდან ივნისის თვის მდგომარეობით, დაკარგული 54 ადამიანიდან 25-დან 45 წლამდე ასაკის 16 ადამიანი იყო, 8 იპოვეს, მათგან ერთი გარდაცვლილი.

54 დაკარგულიდან 46-დან 60 წლამდე ასაკის 12 ადამიანი იყო, 5 იპოვეს, მათგან 2 გარდაცვლილი იყო.

იანვრიდან ივნისის თვის მდგომარეობით, უგზო-უკვლოდ დაკარგული 54 ადამიანიდან 60 წლამდე და უფროსი ასაკის 8 ადამიანი იყო, მათგან ერთი ცოცხალი იპოვეს, სამი - გარდაცვლილი, 4-ის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

იანვრიდან ივნისის ჩათვლით დაკარგულ პირთა უმრავლესობა, 51% საქართველოს მოქალაქეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×