რეზონანსი
31.07.2020

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბარათაშვილის ხიდზე, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. შეზღუდვა პირველი აგვისტოდან 16 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

„თბილისის მერია, დედაქალაქის მასშტაბით, ხიდების მოვლა-პატრონობას სისტემატიურად ახორციელებს. წლიური ხელშეკრულების მიხედვით, კონტრაქტორი კომპანია თბილისში არსებული ხიდებისა და გზაგამტარების შემოწმებას, მათი მდგომარეობის შესწავლას და დაზიანების შემთხვევაში აღდგენას ახდენს. აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში, ბარათაშვილის ხიდზე სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება.

დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, პირველი აგვისტოდან 16 აგვისტოს ჩათვლით, ბარათაშვილის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!" -აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×