რეზონანსი
31.07.2020

ვერავითარ პოლიტიკურ სარჩულს ამაში მე ვერ ვხედავ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა გიორგი რურუას განაჩენზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

„წლების განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ, რომ მართლმსაჯულების სისტემა გამართულად მუშაობს. შესაბამისად, გვქონდა საშუალება გამჭვირვალედ გვენახა მთელი ამ პროცესის განმავლობაში მართლმსაჯულების პროცესი. სასამართლომ მიიღო განაჩენი, მას აქვს მისჯილი შესაბამისი ვადა სასამართლოს მიერ. ვერავითარ პოლიტიკურ სარჩულს ამაში მე ვერ ვხედავ და სრულიად გამოვრიცხავ რაიმე სახის პოლიტიზირებული გადაწყვეტილების მიღებას. ცალკეული პოლიტიკოსის მხრიდან გაკეთებული განცხადებები არის მათი აზრი", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×