რეზონანსი
31.07.2020

როგორც პორტალი „ინფო რუსთავი“ იუწყება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარის ჩაკეტვის პირველ დღეებში, სოფლიდან გაპარვა 20-მდე პირმა სცადა.

ადგილობრივები ყვებიან რომ პირებს, რომლებიც მკაცრი საკარანტინე ზონის პირობებს არ დაემორჩილნენ, ფულადი ჯარიმა დაეკისრათ.

გაჩიანის დასახლებაში კონტროლი განსაკუთრებით გამკაცრებულია. ტერიტორიაზე სამართალდამცავთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული. 

ცნობისთვის, გაჩიანის დასახლებაში, სოფელ ყარაჯალარში კოვიდინფიცირებულთა რიცხვის გაზრდის გამო მკაცრი საკარანტინე რეჟიმი 25 ივლისს ამოქმედდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×