რეზონანსი
30.07.2020

მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში, საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კერძოდ ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტორიაზე, უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები დაფიქსირდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, აღნიშნულთან დაკავშირებით, მყისიერი რეაგირება მოხდინეს - ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას, აიღეს სინჯები წყალმცენარეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების, ასევე, წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევის მიზნით.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სანაპიროზე დაფიქსირებული წყალმცენარეები, ძირითადად, გვხვდება მომლაშო წყლებსა და საზღვაო აკვატორიაში. აღნიშნულ მცენარეებს მასიური გამრავლება ახასიათებს გაზაფხულსა და ზაფხულში. ზღვის სანაპირო ზოლზე კვლევების შედეგად იდენტიფიცირებული წყალმცენარეების ეს სახეობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.

სავარაუდოა, რომ ზღვის სანაპირო ზოლზე წყალმცენარეების გამრავლება გამოიწვია კლიმატური და მეტეოროლოგიური პირობების თანხვედრამ, რასაც დაემატა მდ.კაპარჭინას დაღრმავებითი სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების შედეგად გამოთავისუფლდა ბიოგენური ელემენტების დიდი რაოდენობა და ჩამოიტანა ზღვაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×